ახალი ამბები

78% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა და პუტინის ბრალია – NDI-ს კვლევა

21 აპრილი, 2022 • 4830
78% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა და პუტინის ბრალია – NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დაწყება რუსეთისა და პუტინის ბრალია.

კითხვაზე, თუ ვისი ბრალია უკრაინაში ომი, რომელზეც რესპოდენტებს არაუმეტეს სამი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ, გამოკითხულთა 67 პროცენტი უშუალოდ რუსეთს ასახელებს, 11 პროცენტი – პუტინს, 9 პროცენტი – ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინას – 5 პროცენტი, ნატოს – 3 პროცენტი, ხოლო ევროკავშირს – 2  პროცენტი.

უკრაინის ომი 24 თებერვალს დაიწყო და უკვე 57-ე დღეა მიმდინარეობს

კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი