ახალი ამბები

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს

19 აპრილი, 2022 • 951
ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს.

CNN-ს ცნობით, პორტსმუთში, ნიუ-ჰემფშირში ჩასვლისას, ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს, აპირებს თუ არა უკრაინისთვის მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან უპასუხა „დიახ“.

ჯო ბაიდენტმა მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების დახმარების გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინაში დაწყებულია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო დახმარების ჩატანის პროცესი.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი