ახალი ამბები

მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ

17 აპრილი, 2022 • 1022
მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ

მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ რუსეთის ულტიმატუმის მიუხედავად დანებების შესახებ.

„უკრაინის არმიამ, რომელიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფება, უარი თქვა დანებებაზე“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ABC-თან ინტერვიუში.

მან თქვა, რომ უკრაინული ჯარები კვლავ აკონტროლებენ მარიუპოლის ნაწილს და ქალაქი „ჯერ კიდევ არ დაცემულა“.

მარიუპოლი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ, ან ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ.

ქალაქ მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი