ახალი ამბებისაზოგადოება

“დამარწმუნა…” – რაზე ისაუბრეს კულებამ და დარჩიაშვილმა

15 აპრილი, 2022 • 2038
“დამარწმუნა…” – რაზე ისაუბრეს კულებამ და დარჩიაშვილმა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა ქართველს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს.

‘ვესუბრე ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვასთან დაკავშირებით მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მან დამარწმუნა საქართველოს განგრძობით მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ. მადლობელი ვარ მისი, რადგან ხელახლა დამიდასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების არიდების შესაძლებლობას”, – დაწერა კულებამ ტვიტერზე.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 6 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ  არ ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

„თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ“, — განაცხადა კულებამ, censor.net-ის ინფორმაციით, ერთიანი ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი