ახალი ამბები

ენმ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძეს წარადგენს

12 აპრილი, 2022 • 1283
ენმ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძეს წარადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს.

ლიკა ბასილაი-შავგულიძე 2018 წლიდან „კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის“ ცენტრს ხელმძღვანელობს. 2014-2018 წლებში იყო „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის“ დირექტორი და ვებგვერდის, eugeorgia.info-ის მთავარი რედაქტორი.

2011-2012 წლებში მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მედიაანალიტიკოსად. 2002-2003 წლებში იკავებდა გაზეთ „ახალი ვერსიის“ მთავარი რედაქტორის პოზიციას. 1999-2000 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთში“ გამომძიებელ ჟურნალიტად. 1997-1999 წლებში კი იყო გაზეთ „რეზონანსის“ პოლიტიკური მიმომხილველი.

ამასთანავე, შავგულიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიაგამოცემის კონტრიბუტორი იყო. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. სახალხო დამცველის კვოტით სამეურვეო საბჭოს წევრად ლაშა ტუღუშია წარდგენილი, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, სამეურვეო საბჭოში ყოფილი თანაგუნდელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წარადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი