ახალი ამბები

ინკლუზიურობისთვის სახელმწიფო უწყებები იქნებიან მობილიზებულნი — დარჩიაშვილი EU-ს კითხვარზე

11 აპრილი, 2022 • 1275
ინკლუზიურობისთვის სახელმწიფო უწყებები იქნებიან მობილიზებულნი — დარჩიაშვილი EU-ს კითხვარზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის შევსების პროცესში მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა, ამიტომ მასში ყველა სახელმწიფო უწყება მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება პირველ რიგში იქნება მობილიზებული ამ პროცესში მონაწილეობისთვის“, — წერია სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავუმყაროთ მათ მოლოდინები, რომელიც საქართველოს მიმართ აქვთ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ევროკავშირის მხრიდან, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე არის იმის კარგი მაგალითი, რომ საქართველო კვლავ რჩება სანდო პარტნიორად ევროკავშირისთვის და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა მინისტრმა.

დღეს, 11 აპრილს, საქართველოს  გადაეცა კითხვარი, რომელიც წარმოადგენს ფორმალურ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ევროკომისია აფასებს განმცხადებელი ქვეყნების მდგომარეობასა და მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა არ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს.

კითხვარის შესახებ უფრო მეტის გასაგებად იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:

მასალების გადაბეჭდვის წესი