ახალი ამბებისამართალი

გორში მოხელემ ბიუჯეტიდან საკუთარ ანგარიშზე ასეულობით ათასი ლარი გადარიცხა – აუდიტი

11 აპრილი, 2022 • 5124
გორში მოხელემ ბიუჯეტიდან საკუთარ ანგარიშზე ასეულობით ათასი ლარი გადარიცხა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიის ერთ-ერთ არასამეწარმეო იურიდიულ პირში, (ა(ა)იპ0-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო პირის ანგარიშზე გადარიცხული საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა. ტრანზაქციების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ეჭვმიტანილია “გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს” ფინანსისტი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.

აუდიტი მოიცავს 2020-21 წლებს, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციებიც სწორედ ამ პერიოდშია განხორციელებული.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასრულებული არ არის გეგმური აუდიტის პროცესი , თუმცა საგამოძიებო უწყებებს საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენისთანავე აცნობეს.

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი