ახალი ამბები

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი კოლონა განადგურებულია – გუბერნატორი

10 აპრილი, 2022 • 2270
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი კოლონა განადგურებულია – გუბერნატორი

ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი რუსული კოლონა გაანადგურეს.

10 აპრილს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში სინეგუბოვი საუბრობს გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთისა და უკრაინული ძალების დანაკარგებზე და სწორედ ამ კონტექსტში ამბობს, რომ უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.

მისი განცხადებით, განადგურებულია მოწინააღმდეგის აღჭურვილობა და დიდი კოლონა, რომელიც იზიუმისკენ მიემართებოდა.

წინა დღით დასავლურ მედიაში გავრცელდა დაახლოებით 8 მილის სიგრძის რუსული სამხედრო კოლონის სატელიტური ფოტოები, რომელიც ხარკოვისკენ მიემართებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი