ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს ირჩევენ

10 აპრილი, 2022 • 1500
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს ირჩევენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 10 აპრილს პრეზიდენტს ირჩევენ. ხუთ კანდიდატს შორისაა მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომლის გამარჯვებაშიც ცხინვალში ეჭვი არ ეპარებათ.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ისინი არიან: ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, დეპუტატი გარი მულდაროვი და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი  ბიბილოვი ამომრჩეველს კვლავ შეპირდა რუსეთთან შეერთებას და 2022 წელს ამ საკითხზე რეფერენდუმი დააანონსა.

“სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უახლოეს დროში შევა” – ბიბილოვი

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში  ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად აღიარებს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

ვინ სურს მოსკოვს სამხრეთ ოსეთის ახალ დე ფაქტო პრეზიდენტად

მასალების გადაბეჭდვის წესი