საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსეთის ჯარების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვას და მას ხოცვა-ჟლეტვას უწოდებს.
მისი თქმით, მსგავსი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება.
„რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.
დიდება უკრაინას“, — წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
The brutal Russian atrocity in #Kramatorsk, an unspeakable massacre, is a breach of human rights.
This kind of violence will remain a dark page in human history. Too many crimes against humanity have been committed.#SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 8, 2022
უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის ჯარებმა რკინიგზის სადგური დაბომბეს, რასაც 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა რკინიგზის სადგურზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციის მიზნით იმყოფებოდნენ, იერიში „ტოჩკა უ-თი“ მიიტანეს.
უკრაინული მედიის თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი, რომელთა შორის 16 ბავშვი, 46 ქალი და 36 კაცია.
