ახალი ამბები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გაჩერებაზე მოსაცდელი წაიქცა

8 აპრილი, 2022 • 4040
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გაჩერებაზე მოსაცდელი წაიქცა

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტობუსის გაჩერებასთან მოსაცდელი წაიქცა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თბილისის მერიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამგეობის თანამშრომლები ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილისკენ მიდიან. დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ ამ წუთებში ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი