ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

6 აპრილი, 2022 • 2805
რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, გიორგი ქუჯოშვილი . ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი გარემოებების შესახებ  განცხადებას არ გაავრცელებენ.

რუსი სამხედროები კონფლიქტის ხაზთან ცხინვალის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებს პერიოდულად “საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ, რის შემდეგაც, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. თუმცა, რიგ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს  ცხინვალის ციხეში წლების ან თვეების განმავლობაში ამყოფებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი