ახალი ამბები

სანამ უტყუარ საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ – უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვაზე

5 აპრილი, 2022 • 1268
სანამ უტყუარ საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ – უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვაზე

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ უკრაინამ საქართველოსთვის წამოყენებულ ბრადებასთან დაკავშირებით მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს.

უკრაინული დაზვერვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც გულისხმობს რუსეთისთვის აკრძალული ნაწარმის მიწოდებაში, მათ შორის, იგულისხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს, მტკიცების ტვირთი იმ მხარესა, ვინც ამას ამბობს.

„სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე, იარაღზე და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. მინდა, ყველას ვთხოვო, ეს იქნება საკუთარი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში ნუ დავძაბავთ დამატებითი თემებით ვითარებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი