ახალი ამბები

საფრანგეთმა ქვეყნიდან “ბევრი” რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

4 აპრილი, 2022 • 1100
საფრანგეთმა ქვეყნიდან “ბევრი” რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ბევრი” რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ დღეს, 4 აპრილს გააკეთა.

“დღეს საღამოს საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში დიპლომატიური სტატუსის ქვეშ მყოფი ბევრი რუსი თანამშრომლის გაძევების შესახებ, ვისი საქმიანობაც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს გადაწყვეტილება ევროპული მოძრაობის ნაწილია. ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა ყოველთვის არის საფრანგეთისა და ევროპის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო გერმაინამაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, გერმანიისთვის “არასასურველად გამოეცხადებინა” რუსეთის საელჩოს თანამდებობის პირთა “მნიშვნელოვანი რაოდენობა”.

გერმანიიდან 40 რუს დიპლომატს აძევებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი