ახალი ამბები

ვნახოთ, რამდენი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას – მდინარაძე უკრაინის დაზვერვაზე

4 აპრილი, 2022 • 1816
ვნახოთ, რამდენი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას – მდინარაძე უკრაინის დაზვერვაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციას „ამაზრზენ ბრალდებას“ უწოდებს.

უკრაინული დაზვერვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც გულისხმობს რუსეთისთვის აკრძალული ნაწარმის მიწოდებაში, მათ შორის, იგულისხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

„სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!“ – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი