რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, ორი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ როიტერი 2 თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება.
ბელგოროდი სწორედ ის ქალაქია, რომელშიც 2 დღის წინ ნავთობის საცავი აფეთქდა, ხოლო მანამდე ამუნიციის საწყობი დაიწვა. ნავთობის ბაზის დაბომბვაში მოსკოვმა კიევი დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კი ცნობები “არც დაადასტურა და არც უარყო”. ბელგოროდი რუსეთისთვის ხარკოვის მიმართულებაზე შეტევისთვის მნიშვნელოვანი პლაცდარმია ჯარების მომარაგების თვალსაზრისით.
უცნობია რა აფეთქდა 3 აპრილს, თუმცა როიტერსს ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, რომ აფეთქება ძალიან ძლიერი იყო და სახლებში ფანჯრებიც ჩაიმსხვრა.





