ახალი ამბები

„ოცნება“ 69% – ენმ 31% | შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში

2 აპრილი, 2022 • 1484
„ოცნება“ 69% – ენმ 31% | შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში

ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,  „ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

ბათუმში უკვე დათვლილია №4 საარჩევნო ოლქის 14-ვე უბანის მონაცემები, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ამომრჩეველთა ხმების 31 პროცენტი მიიღო – 3233 ხმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ კი – 69 პროცენტი, 7190 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი