ახალი ამბები

8 წლის ბავშვს, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

1 აპრილი, 2022 • 3023
8 წლის ბავშვს, რომელსაც ტროტუარზე  მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

8 წლის ბავშვს, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

როგორც იაშვილის კლინიკის ექიმი ივანე ჩხაიძე აცხადებს, ბავშვს დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული და დიდია დაზიანების არეც.

მისი თქმით, ფეხის დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ფეხის შენარჩუნების თეორიული შანსიც არ არსებობდა.

როგორც ექიმი ამბობს, ბავშვი ახლა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული.

8 წლის ბავშვს 31 მარტს, დილის საათებში, ტროტუარზე BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც შსს აცხადებს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი