ახალი ამბები

შევთანხმდით უკრაინისთვის უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე – უოლესი

31 მარტი, 2022 • 1208
შევთანხმდით უკრაინისთვის უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე – უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები შეთანხმდნენ, უკრაინას გაუგზავნონ უფრო მეტი ლეტალური იარაღი, – საარტირელიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.

ბენ უოლესმა 31 მარტს ვიდეოკონფერენცია გამართა 35 ქვეყნის, – მათ შორის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის, – თავდაცვის მინისტრებთან.

შეხვედრის შემდეგ უოლესმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნის შესახებ პარტნიორებთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

მისი თქმით, უკრაინაში ასევე გაიგზავნება „გარკვეული სახის ჯავშანტექნიკა, – არა აუცილებლად ტანკები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯავშანტექნიკა თავდაცვის მიზნით“.

ბენ უოლესი აცხადებს, რომ მოკავშირეები კვლავ ფიქრობენ, „კიდევ რისი გაკეთება შეიძლება“, რათა უკრაინამ სანაპირო ზოლის დაცვა შეძლოს.

ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი