ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანმა ჩამკეტი გახსნა და ყარაბაღში გაზმომარაგება აღდგა” | სტეპანაკერტი

29 მარტი, 2022 • 1387
“აზერბაიჯანმა ჩამკეტი გახსნა და ყარაბაღში გაზმომარაგება აღდგა” | სტეპანაკერტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივნის, ლუსინე ავანესიანის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე  გაზსადენის სარქველი გახსნა და სტეპანაკერტში გაზმომარაგება აღდგა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

ბუნებრივი აირი მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტ მოსახლეს 8 მარტის შემდეგ არ მიეწოდებოდა. დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა და რომლითაც მთიან ყარაბაღს ბუნებრივი აირი სომხეთიდან მიეწოდებოდა. მისი შეკეთების შემდეგ კი, სტეპანაკერტის მტკიცებით, აზერბაიჯანული მხარე არ ხსნიდა მილის სარქველს და ყარაბაღის მოსახლეობას ცივ დღეებში ჰუმანიტარულ კრიზისში ამყოფებდა.

უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

მასალების გადაბეჭდვის წესი