ახალი ამბები

აბრამოვიჩი და უკრაინელი მომლაპარაკებლები შესაძლოა მოწამლეს – WSJ

28 მარტი, 2022 • 5960
აბრამოვიჩი და უკრაინელი მომლაპარაკებლები შესაძლოა მოწამლეს – WSJ

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ უკრაინული მხარის წარმომადგენლებს მარტის დასაწყისში შესაძლო მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. აღნიშნულ ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩსა და მოლაპარაკებებში ჩართულ სულ მცირე ორ პირს გაუწითლდათ თვალები, დაეწყოთ გაბმული და მტკივნეული ცრემლდენა, ექავებოდათ კანი სახესა და ხელებზე.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ისინი ამჟამად უკეთ არიან და მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. ამასთან, გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია რუსი ოლიგარქისა და სხვა პირების მოწამვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი