ახალი ამბები

რომან აბრამოვიჩს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

10 მარტი, 2022 • 953
რომან აბრამოვიჩს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ 7 ოლიგარქს შორის, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა, ქონება კი 1990-იან და 2000-იან წლებში დააგროვა. იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩუკოტკის ოლქის გუბერნატორი.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსი ოლიგარქების მიმართ სანქციების დაწესება დაიწყო, აბრამოვიჩი, რომელიც „ჩელსის“ მფლობელია, კლუბის მმართველობას ჩამოშორდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კლუბის გაყიდვას გეგმავს.

პრემიერ ლიგის კლუბის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის ამბობდა, რომ არ ითხოვს „არანაირი სესხის დაფარვას“ და გაყიდვიდან შემოსული სუფთა მოგება „გადაეცემა უკრაინის ომის მსხვერპლებს“.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები ასევე შეეხება სხვა რუს ოლიგარქებს, მათ შორის:

  • იგორ სეჩინს – Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ოლეგ დერიპასკა – En+ Group-ის მეწილე;
  • დმიტრი ლებედევს – Bank Rossiya-ს დირექტორთა საბჭოს წევრი;
  • ანდრეი კოსტინს – VTB bank-ის ხელმძღვანელი;
  • ალექსეი მილერს – Gazprom-ის აღმასრულებელი დირექტორი ;
  • ნიკოლაი ტოკარევს – Transneft-ის დირექტორი.

დაწესებული სანქციების ფარგლებში, გაიყინება ამ პირების აქტივები ბრიტანეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი