ახალი ამბები

სტოლტენბერგი: NATO-მ საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს

23 მარტი, 2022 • 2360
სტოლტენბერგი: NATO-მ საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა უნდა გააძლიეროს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

„მე მოველი, რომ ჩვენ (ალიანსი) შევთანხმდებით, გავაძლიეროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის ზეწოლის გამო, მათ შორის, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ევროკავშირთან ერთად, ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ, შეინარჩუნონ საკუთარი სუვერენიტეტი და უფლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ხვალ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი