ახალი ამბები

ნავალნის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

22 მარტი, 2022 • 1547
ნავალნის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნავალნის ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით.

პროკურატურა ნავალნისთვისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას იითხოვდა.

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში.ალექსეი ნავალნი, რომელიც „ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს, ქალაქ ხიმკის სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ედავება “ივ როშეს” საქმესთან დაკავშირებით პირობითი მსჯავრის პირობების მრავალგზის დარღვევას. “ივ როშეს” საქმეზე ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგ ნავალნი 2014 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, მათ კომპანია “ივ როშე” დაარწმუნეს არახელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებაში.

სასამართლომ ნავალნი ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი