თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს ელბაქიძის აღმართზე მულტუფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს.
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება არ ნიშნავს მშენებლობის დაწყების უფლებას.
სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთვის მშენებელმა მხარემ არქიტექტურის სამსახურში უნდა შეათანხმოს პროექტი, შემდეგ კი მიიღოს მშენებლობის უფლება.
რისი აშენება იგეგმება ელბაქიძეზე, გირჩევთ:
ელბაქიძეზე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება უნდათ — რატომ არის ეს პრობლემა








