ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-თებერვალში ექსპორტი 54.5 %-ით გაიზარდა

21 მარტი, 2022 • 2082
საქსტატი: იანვარ-თებერვალში ექსპორტი 54.5 %-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7 პროცენტით გაიზარდა და 555.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარში ჯერ კიდევ ძალაში იყო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები.

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა (16.2 პროცენტი), ხოლო მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი