ახალი ამბები

რა უთხრა სი ძინპინმა ბაიდენს ჩინური მედიის თანახმად

18 მარტი, 2022 • 5162
რა უთხრა სი ძინპინმა ბაიდენს ჩინური მედიის თანახმად

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინპინს შორის ვიდეოზარი გაიმართა.

„სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა სამხედრო დაპირისპირების ეტაპზე არ უნდა გადავიდეს. კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესებში არ შედის. მშვიდობა და უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე ძვირფასი საგანძურია“, — განუცხადა, ჩინური სახელმწიფო მედიის (CCTV) ცნობით, სი ძინპინმა ბაიდენს.

თეთრი სახლის ცნობით, ეს არის ორი ქვეყნის ლიდერს შორის ბოლო თვეების განმავლობაში პირველი საუბარი. მანამდე, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსკოვმა პეკინს სამხედრო და სხვა დახმარება სთხოვა. CNN-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა გამოხატა გარკვეული ღიაობა რუსეთისთვის მოთხოვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევაზე.

რუსეთი ჩინეთს სთხოვს, სამხედროებისთვის მზა საკვებით დაეხმაროს – CNN

ჩინეთის პირველი კომენტარი რუსეთის მხრიდან შეიარაღების თხოვნის ცნობებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი