ახალი ამბები

გომელაურის მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობაში შესვლას შეზღუდავენ

17 მარტი, 2022 •
გომელაურის მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობაში შესვლას შეზღუდავენ

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 17 მარტს, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. შეზღუდვა არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს.

დღესვე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ.

„17 მარტს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი