ახალი ამბები

„ალტ-ინფო“ ჩამოვიდა მარნეულში, მემუქრება და 2 დღეს მაძლევს“ — სამირა ბაირამოვა

17 მარტი, 2022 • 6082
„ალტ-ინფო“ ჩამოვიდა მარნეულში, მემუქრება და 2 დღეს მაძლევს“ — სამირა ბაირამოვა

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელმაც მარნეულში პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, აცხადებს, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია მოუწყვეს და კვლავ ემუქრებიან.

„ალტ-ინფოს“ ხალხი ჩამოვიდნენ მარნეულში და მემუქრებიან, ორ დღეს მაძლევენ. სასაცილო ისაა, რომ შეეშალათ მისამართი და მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან. თურმე ამბობენ, რომ მე საკრებულოს დეპუტატი ვარ. ნუ შემაშინებთ, სიმართლე გაიმარჯვებს“, — წერს ბაირამოვა.

14 მარტს სამირა ბაირამოვამ „კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მუქარის სამიზნე გახდა.

აქტივისტის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დღის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს.

“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

ამ თემაზე:

„ალტ-ინფოს პარტიის ოფისზე უკრაინის დროშის დახატვის შემდეგ მემუქრებიან“ – აქტივისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი