ახალი ამბები

„დაურღვევია კონსტიტუცია“ — კობახიძე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტზე

14 მარტი, 2022 • 4084
„დაურღვევია კონსტიტუცია“ — კობახიძე პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ნებართვის გარეშე ევროპაში ვიზტით წასვლით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

“ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევით… თუ მართალი თქვა და, სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია”, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას, დღეს, 14 მარტს განაცხადა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტიკა და საქართველოდან ელჩი გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი