ახალი ამბები

არ ჩანს პუტინის მზაობა ომის დასასრულებლად — ფრანგი ოფიციალური პირი

12 მარტი, 2022 • 2586
არ ჩანს პუტინის მზაობა ომის დასასრულებლად — ფრანგი ოფიციალური პირი

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასასრულებლად მზაობა არ გამოუხატავს — ციტირებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელს.

75-წუთიანი სატელეფონო საუბარი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ასევე, გერმანიის კანცლერს შორის, 12 მარტს შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პუტინს მოუწოდა, მოხსნას ალყა ქალაქ მარიუპოლს, სადაც ადამიანები, დღეებია, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ.

თუმცა, მაკრონის ოფისის წარმომადგენელს, რომელიც აღნიშნავს, რომ პუტინს არ გამოუვლენია მზაობა ომის დასასრულებლად.

“დავინახეთ ბატონი პუტინის მზადყოფნა, შეწყვიტოს ომი? პასუხი არის — არა” — ამბობს ოფიციალური წარმომადგენელი და განაგრძობს:

”პასუხი არის ის, რომ ჩვენ ერთ დასკვნას ვაკეთებთ… გავზარდოთ მისთვის ომის ფასი და შევიმუშაოთ ახალი სანქციები.”

ამავე წყაროს მიხედვით, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა გაიმეორეს მოწოდება უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, როგორც სრული მოლაპარაკების წინაპირობა.

კრემლის განცხადებით, პუტინმა მაკრონსა და შოლცს მიაწოდა ინფორმაცია მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და უპასუხა მათ შეშფოთებას უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ამ განცხადებაში ნახსენები არ არის ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინა კი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებაშია დადანაშაულებული .

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი