აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება არ არსებობს და რომ ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამარჯვებით“ კი არა, „მოლაპარაკებების გზით“ დასრულდება. ამის შესახებ რუბიომ რადიო WABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
რუბიომ აღნიშნა, რომ ომი არცერთი მხარისთვის არ არის კარგი. ასე რომ, მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია”.
:მაგრამ, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში და მსგავს საკითხებში, ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება. ამიტომ პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მზადყოფნას ყველგან, სადაც იქნება შესაძლებლობა, რათა შევცვალოთ ვითარება და გადავჭრათ ამ ორ მხარეს შორის არსებული განხეთქილება, პრეზიდენტი მზადაა ამის გასაკეთებლად. და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს გავაგრძელოთ“.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება რომელიმე მხარის აბსოლუტური სამხედრო გამარჯვებით.
“ის დასრულდება მოლაპარაკებების გზით. და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება და მით უფრო ნაკლები ნგრევა იქნება“.
