ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ირწმუნება რომ, რომ არა რუსეთის მიერ უკრაინაზე “პრევენციული” დარტყმა, კიევი შეტევას თავად გეგმავდა:
„ახლა გაჩვენებთ საიდან იგეგმებოდა ბელარუსზე თავდასხმა. რომ არა პრევენციული დარტყმა მათ პოზიციებზე ოპერაციამდე 6 საათით ადრე, ისინი ჩვენს იმ ჯარებს დაარტყამდნენ, რომლებიც სწავლებებზე იყვენენ”, – აცხადებს ლუკაშენკო.
ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც პუტინი სპეციალურ საბრძოლო ოპერაციად მოიხსენიებს, ომს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მათ არ დაუწყიათ:
„გამომდინარე აქედან, ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი. ჩვენი სინდისი სუფთაა. თუმცა კარგია, რომ დაიწყო. ბიოლოგიური იარაღები, ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები. მზადდებოდა მათი აფეთქება“, – ამბობს ალექსანდრ ლუკაშენკო პროსახელისუფლებო ბელარუსული მედიის, Belta-ს მიხედვით.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
რუსეთის სამთავრობო პრორაგანდის მიხედვით, უკრაინაში მიმდნარეობს არა სრულმასშტაბიანი ომი, არამედ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”. ამ კონტექსტში სიტყვა ომის გამოყენება რუსეთში მედიასაც აუკრძალეს.