ახალი ამბები

„არანაირი დეფიციტი არ არსებობს“ – სოფლის მეურნეობის მინისტრი

9 მარტი, 2022 • 1396
„არანაირი დეფიციტი არ არსებობს“ – სოფლის მეურნეობის მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ საქართველოში „არანაირი დეფიციტი არ არსებობს“.

9 მარტს, მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორებთან შეხვედრისას, მინისტრმა შამუგიამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია იმპორტიორებისგან და სავაჭრო ქსელებისგან მიიღო.

სამინისტროს თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის „შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ“:

„ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა“, – წერს სამინისტრო.

სამინისტრო ხაზს უსვამს „კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობას“ და აცხადებს, რომ არ უნდა მოხდეს „ფასების უსაფუძვლო მატება“.


ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანას აქვს ხორბლისა და ფქვილის მარაგები და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

უკრაინის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე იკრძალება ქვეყნიდან წიწიბურის, მარცვლეულისა და შაქრის ექსპორტი.ბოლო დღეების განმავლობაში, – უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის ფონზე, – გავრცელებული ინფორმაციით, მომხარებლები მასობრივად ყიდულობენ შაქარს, ფქვილს და ა.შ.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი