ახალი ამბები

შოთა დიღმელაშვილი დააკავეს – მოძრაობა „სირცხვილია“

8 მარტი, 2022 • 1455
შოთა დიღმელაშვილი დააკავეს – მოძრაობა „სირცხვილია“

მოძრაობა „სირცხვილია-ს“ ერთ-ერთი წევრი, შოთა დიღმელაშვილი დააკავეს.

ინფორმაციას თავად მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.

დაკავებამდე დიღმელაშვილმა „ფეისბუკში“ ჩართული პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა „ჩაგვრისა და კოლაბორაციის“ სიმბოლო იყო, რის გამოც, სიმბოლურად, კვერცხებს ესროდა.

გუშინ, 7 მარტს, ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს სხვა აქტივისტებიც.

ნეტგაზეთი შსს-ში ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი