დღეს, 7 მარტს, გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.
მათივე განმარტებით, მომხდარის გამო დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
„ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.