ახალი ამბებირეკლამა

ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები მიმდინარეობს

6 მარტი, 2022 • 896
ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები მიმდინარეობს

ბაკურიანში ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსტაილის მსოფლიო თასის ეტაპები, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით და კომპანია სილქნეტის გენერალური სპონსორობით მიმდინარეობს. ამ სახეობებში ფინალები 5-6 მარტს, ისტორიულ კურორტზე  იმართება და მასში 40 ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. 

სლოუფსტაილის ათლეტები ფასდებიან მათი ამპლიტუდის, ორიგინალურობისა და ილეთების ხარისხით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპებზე სათანადო ქულები ქართველმა სპორტსმენებმაც უნდა დააგროვონ, რომ მოიპოვონ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, რომელიც ასევე ბაკურიანში გაიმართება. 2022 წლის FIS-ის ეტაპზე საქართველოდან მონაწილეობენ სპორტსმენები.  ქართველმა ფრისკაიერებმა 5 მარტს მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს: ბუთა ელოშვილი (მე-8 ადგილი) და ლუკა ჩოფიკაშვილი (მე-9 ადგილი).

ფინალური ეტაპზე, კაცებს შორის ფრისკი სლოუფსტაილის სახეობაში, უდავო უპირატესობა შვეიცარიელ სპორტსმენებმა მოიპოვეს .  გამარჯვებულთა სამეული ასე გამოიყურება:

ენდრი რაგეტლი – შვეიცარია

 კოლინ ვილი – შვეიცარია

 ტიერი ვილი – შვეიცარია

ქალთა შორის სამეული კი ასე გადანაწილდა: 

 მეგან ოლდემი – კანადა

სარა ჰოფლინი – შვეიცარია

 ალია დელა აიჰინგერი – გერმანია

ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები მიმდინარეობს

FIS – ის სანქციების გამო, შეჯიბრში მონაწილეობას არ იღებენ რუსი სპორტსმენები.

მსოფლიო თასის ეტაპი უკრაინელებთან სოლიდარობით და ხსოვნის დუმილით დაიწყო.

საშეჯიბრო ყველა ქიქერზე უკრაინის დროშები განთავსდა. მონაწილეები უკრაინის ატრიბუტიკით ასპარეზობენ.

საქართველოში ჩატარებული ყველა სატესტო ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით მიმდინარეობს და 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში გამართვის წინაპირობაა. 

მსოფლიო თასის ეტაპები 6 მარტს სნოუბორდ სლოუფსტაილით გაგრძელდება. შეჯიბრი 11:00 საათზე დაიწყება. უგულშემატკივრეთ ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს პირდაპირ ეთერში 

ნახეთ სნოუბორდერების საუკეთესო გამოსვლები არხებზე „ევრონიუს ჯორჯია“ და „სილქ უნივერსალი“. უქომაგე  ქართველ სნოუბორდერს ჯაბა სხვედიანს !

მასალების გადაბეჭდვის წესი