ახალი ამბები

ლავროვის თქმით, ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

5 მარტი, 2022 • 2917
ლავროვის თქმით, ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ლავროვის განცხადებას РИА Новости ავრცელებს.

ლავროვის თქმით, ზელენსკის „მუდმივად ბოროტებით სავსე განცხადებები“ ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, ზელენსკი ნატოელ „კურატორებთან“ ცოტათი უხეში იყო, როცა მათ „უმოქმედობაში ადანაშაულებდა“.

„მე მაქვს შეკითხვა: თუ ის იმდენად იყო ნაწყენი, რომ ნატო მას გვერდით ისე არ დაუდგა, როგორც იმედოვნებდა, ე.ი. ის მაინც იმედოვნებდა კონფლიქტის დარეგულირებას, მთელ ამ ამბავში ნატოს ჩართვით და არა მშვიდობიანი გზით?“- განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქით, ზელენსკის მილიტარისტული მიმართულება ამბობს, რომ მას არ სჭირდება მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან.

„იმედი ვიქონიოთ, რომ ეს განწყობა დღეს შეიძლება შეიცვალოს, ის განწყობის კაცია. იმედი ვიქონიოთ“, – განაცხადა ლავროვმა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატო-ს გადაწყვეტილება, არ გამოაცხადოს უკრაინის ცა არასაფრენ ზონად. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ.

მისი თქმით, ალიანსმა დღეს რაც შეძლო, 50 ტონა დიზელის საწვავის უკრაინისთვის შესყიდვა იყო. ზელენკიმ თქვა, რომ არ იცის, შეუძლია კი ნატო-ს ალიანსის მაინც წევრები დაიცვას.

ამავდროულად, მან თქვა, რომ ნატო-ში ბევრი მეგობარი და პარნტიორი ქვეყანაა, რომელიც ეხმარება უკრაინას ყველაფრის მიუხედავად.

„ასეთი ნატო გვინდოდა? საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს სისხლს“ — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი