ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სისხლის ჩაბარებაზე რეგისტრაცია იწყება – ჯანდაცვის სამინისტრო

4 მარტი, 2022 • 1171
უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სისხლის ჩაბარებაზე რეგისტრაცია იწყება – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის დასახმარებლად იწყებს სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: donor.moh.gov.ge

“სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში”, – განმარტებულია განცხადებაში.

რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი