ახალი ამბები

ბლინკენი აღმ. ევროპაში გაემგზავრა – ეწვევა პოლონეთს, მოლდოვას, ბალტიისპირეთს

4 მარტი, 2022 • 970
ბლინკენი აღმ. ევროპაში გაემგზავრა – ეწვევა პოლონეთს, მოლდოვას, ბალტიისპირეთს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხუთშაბათს აღმოსავლეთ ევროპაში გაემგზავრა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ნატოს მოკავშირეებთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-ცენტრის ცნობით, ბლინკენი ჯერ ჩავა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე, შაბათს კი პოლონეთში გაემგზავრება და შეხვედრას გამართავს ქვეყნის ლიდერებთან.

იმავე დღეს იგი გეგმავს მოლდოვაში გამგზავრებას და პრეზიდენტ მაია სანდუსთან, ასევე, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.

6-8 მარტის შუალედში კი იგი ეწვევა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, რათა უკრაინის საკითხი განიხილოს და „გააძლიეროს ნატოს თავდაცვის ძალები“.

პრეს-რელიზში არ არის საუბარი მის ვიზიტზე საქართველოში. თუმცა 3 მარტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ენტონი ბლინკენი მალე ეწვევა საქართველოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი