ახალი ამბები

მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ სერიოზულ შეცდომას უშვებს – ელისეს სასახლე

3 მარტი, 2022 • 1441
მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ სერიოზულ შეცდომას უშვებს – ელისეს სასახლე

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.

ფრანგული მხარის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ „სამხედრო ოპერაცია გეგმის შესაბამისად“ მიმდინარეობს „იმ სიჩქარით, რაც მას სურს“.

მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, მან პუტინს უთხრა, რომ „სერიოულ შეცდომას უშვებს“ და დასძინა, რომ უკრაინის მთავრობა არ არის „ნაცისტური რეჟიმი“, როგორც ამას კრემლი ამტკიცებს.

მაკრონმა ასევე შეშფოთება გამოხატა იმ შედეგების გამო, რაც თან ახლავს კიევის მიდამოებში რუსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, რაც პუტინმა უარყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ რუსეთის ფედერაცია სანქციების შედეგად „იქნება ძალიან სუსტი, იზოლირებული სახელმწიფო“.

ვლადიმერ პუტინმა კი, კრემლის ცნობით, მაკრონს უთხრა, რომ რუსეთი „ნებისმიერ შემთხვევაში“ მიაღწევს უკრაინის „დემილიტარიზაციის“ მიზანს და უკრაინა „ნეიტრალური“ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი