ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, უკრაინაში მებრძოლი აზოვისა და ჯოხარ დუდაევის ჩეჩნური ბატალიონის მეთაურების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებს.
კადიროვმა განცხადება ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა.
კადიროვის თანახმად, თითოეული მეთაურის მკვლელობისთვის 500 000 ამერიკულ დოლარს გადაიხდის.
ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინელ ხალხსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ რუსული არმიის არ უნდა ეშინოდეთ.
უკრაინის მხარეს იბრძვის ჩეჩენთა ბატალიონი, რომელიც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჩეჩენი ხალხის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ლიდერის, ჯოხარ დუდაევის სახელს ატარებს.
კადიროვების კლანი რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში, სხვა ჩეჩნური ჯგუფების მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ მეორე ომისას, კადიროვები რუსეთის მხარეს გადავიდნენ.
უკრაინაში უკვე იბრძვის კადიროვის მიერ გაგზავნილი ჯგუფები. უკრაინული მხარე პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას განადგურებული კადიროველების შესახებ.