ახალი ამბები

ბაკურიანში რუსი სპორტსმენები სნოუბორდის ჩემპიონატიდან მოხსნეს

3 მარტი, 2022 •
ბაკურიანში რუსი სპორტსმენები სნოუბორდის ჩემპიონატიდან მოხსნეს

ბაკურიანში რუსი სპორტსმენები ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსტაილის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხსნეს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (FIS) ვიცე-პრეზიდენტის, ეკა გაბაშვილის განმარტების თანახმად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსი სპორტსმენები ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მათ უკვე დატოვეს ბაკურიანი.

FIS-ის გადაწყვეტილებით, მათი ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, რუსეთის და ბელორუსიის გუნდის სპორტსმენები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

ეკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველოში გამართული ყველა სატესტო ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპების გენერალური სპონსორია „სილქნეტი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი