ახალი ამბები

დასავლეთმა SWIFT-იდან ყველა რუსული ბანკი უნდა დაბლოკოს – ტრასი

3 მარტი, 2022 •
დასავლეთმა SWIFT-იდან ყველა რუსული ბანკი უნდა დაბლოკოს – ტრასი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, დასავლეთმა ფინანსური სიტემა SWIFT-იდან ყველა რუსული ბანკი უნდა გააძევოს.

მან ეს განცხადება ლიეტუვაში ყოფნისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ ვიმუშავეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და G7-თან ერთად, რათა შეგვეწყვიტა რუსული საომარი მანქანის დაფინანსება. ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი