ახალი ამბები

უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება – ლავროვი

3 მარტი, 2022 • 1134
უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 3 მარტს გაიმართება.

მან ეს განცხადება რუსულ და უცხოურ მედიასთან დღეს გამართული ინტერვიუს დროს გააკეთა.

ლავროვის თანახმად, რუსული მხარის პირობები და მოთხოვნები იგივეა, რაც ეს იყო მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, რომელიც ბელარუსი-უკრაინის საზღვართან გაიმართა.

მისივე განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინული დელეგაცია ინსტრუქციებს ვაშინგტონიდან იღებს.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა.

რუსეთი უკრაინისგან „დენაციფიკაციას“, ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასა და ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი