უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სოციოლოგიური კვლევის ავტორი უკრაინული Ratinggroup-ია.
2020 წელს კი ბრძოლისთვის 59% იყო მზად.
ბრძოლისთვის მზადყოფნა გამოთქვა გამოკითხულ კაცთა 90%-მა და გამოკითხულ ქალთა 70%-მა.
დღეს, 2 მარტს, მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის დიდი ქალაქები.