ახალი ამბები

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ცნობებს ავრცელებენ

2 მარტი, 2022 • 34596
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ცნობებს ავრცელებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 2 მარტს, ერთმანეთის დანაკარგების შესახებ გაავრცელეს ინფორმაციები, რომელიც ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე პერიოდს მოიცავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 24 თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის დღიდან,  დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1502 ობიექტს დაარტყეს. მათ შორის:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების 51 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი;
  • 38 ერთეული S-300, Buk M-1 და Osa სარაკეტო-საზენიტო სისტემები;
  • 51 სარადარო სადგური;
  • 47 თვითმფრინავი ადგილზე და 11 თვითმფრინავი ჰაერში;
  • 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
  • 62 მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა;
  • 206 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები;
  • 336 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა;
  • 46 უპილოტო საფრენი აპარატი.

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული შტაბის მონაცემებს, უწყების თანახმად, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • 30 თვითმფრინავი;
  • 31 ვერტმფრენი;
  • 211-მდე ტანკი;
  • 862 ჯავშანტექნიკა / APV;
  • 85 საარტილერიო სისტემა;
  • 9 საზენიტო საბრძოლო სისტემა
  • 40 MLRS;
  • 60 საწვავის ავზები;
  • 3 უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები;
  • 355 ავტოტრანსპორტი/ სატრანსპორტო საშუალება;

გენერალური შტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

“საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს გამოთვლას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის მხარეს 5 840 სამხედრო დაიღუპა.

საკუთარი დანაკარგების შესახებ ამ დრომდე არც რუსეთის და არც უკრაინის მხარეს ინოფრმაციები არ გაუვრცელებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი