ახალი ამბები

უკრაინული ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსეთის ჯარს უიარაღოდ დაუდგნენ

2 მარტი, 2022 • 5885
უკრაინული ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსეთის ჯარს უიარაღოდ დაუდგნენ

სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის  თანამშრომლები სადგურის დასაცავად გარეთ გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ  შესაძლოა, რუსი სამხედროები თავს დაესხან.

სადგური ქალაქ ენერგოდარშია განთავსებული.

ვიდეომასალას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. ვიდეოზე ჩანს, რომ უარაღო მოქალაქეებს ცოცხალი ძალით აქვთ ჩახერგილი ატომური ელექტროადგურის მისასვლელი.

როგორც UNIAN ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით წერს, ქალაქის ბლოკპოსტთან ასევე შეიკრიბნენ მოქალაქეებიც.

ქალაქი ენერგოდარი უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონს შორის მდებარეობს.


დღეს, 2 მარტს, მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი