ახალი ამბები

უკრაინელებმა ხარკოვთან ხელში ჩაიგდეს რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი – Unian

2 მარტი, 2022 • 37477
უკრაინელებმა ხარკოვთან ხელში ჩაიგდეს რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი – Unian

უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის ბატალიონმა, დღეს, 2 მარტს, ხარკოვთან ხელში ჩაიგდო რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი Т-80БВМ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-200-ე ბრიგადას ეკუთვნოდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unian წერს.

იქამდე, გამოცემის ინფორმაციით, ხარკოვთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის აღნიშნული ბრიგადის მანქანა “აკაცია” ეკიპაჟთან ერთად გაანადგურეს.

2 მარტის ღამითვე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქალაქ ჟიტომირის დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაიჭრა კიდევ სამი და ნანგრევებში მოყვა რამდენიმე ადამიანი. უწყების თანახმად, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სულ მცირე 10 სახლი და ადგილობრივი საავადმყოფო.

დღეს, 2 მარტს, მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მასალების გადაბეჭდვის წესი