Apple-მა შეაჩერა საკუთარი პროდუქციის გაყიდვები რუსეთში.
ინფორმაციას Reuters ავცრცელებს.
კომპანიამ ასევე შეზღუდა საგადასახადო სისტემა – Apple Pay და სხვა მომსახურებები. ასევე შეიზღუდა Russia Today-ს სიახლების ჩამოწერა.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ უკრაინაში რუსული შეჭრის გამო და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა“, – განაცხადა Apple-მ გადაწყვეტილების მიღების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
